კონტე: "კეინი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, მაგრამ მინდა კიდევ უფრო უკეთესი გახდეს და ამაში დავეხმარო"
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ გუნდის თავდამსხმელ ჰარი კეინის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ სურს განვითარებაში დაეხმაროს.
"ჰარი კეინი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეტევაში მთავარი ფიგურა უნდა იყოს. ვცდილობთ მასთან ბევრ ასპექტზე ვიმუშაოთ. ვფიქრობ, ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია მომატება, სანამ კარიერას არ დაასრულებს".
"ნამდვილად კარგ ბიჭზე ვსაუბრობთ, რომელიც ყოველდღე გულმოდგინედ მუშაობს ვარჯიშზე. ყოველთვის მზად არის თანაგუნდელების დასახმარებლად, ისაუბროს ფეხბურთზე, ყოველთვის მზადაა უფრო ძლიერი გახდეს და ახალი ტაქტნიკური ვარიანტები მოსინჯოს".
"მსოფლიო დონის ფეხბურთელია, მაგრამ მინდა კიდევ უფრო ძლიერი გახდეს და ამაში დავეხმარო".
"არ მაღელვებდა, რომ ცოტა გაჰქონდა. ძალიან კარგ დონეზე ასპარეზობდა, ბევრს მუშაობდა. მოედანზე ეგოისტი არ არის. ახლა კი, როცა კვლავ იტანს გოლებს, მის გამო და გუნდის გამო გახარებული ვარ", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports-ი.