ავტორიზაცია

ბარსელონა დაცვის ხაზში დიდ ცვლილებებს გეგმავს — ხავის სიაში 3-4 ფეხბურთელია

ბარსელონა დაცვის ხაზში დიდ ცვლილებებს გეგმავს — ხავის სიაში 3-4 ფეხბურთელია
თარიღი 09 Feb 2022, 19:02

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაცვის ხაზში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" შესაძლოა 3-4 უკანახაზელი იყიდონ. ეს "ბარსას" მთავარი მწვრთნელის, ხავის პრიორიტეტია.

ზაფხულში "ბლაუგრანას" სამი ცენტრალური მცველის გაშვება უნდა - ოსკარ მინგესა, სამუელ უმტიტი და კლემან ლანგლე. ისინი სათამაშო წუთებს მიიღებენ, მაგრამ ხავის თავის გუნდში სხვა პროფილის მოთამაშეების ხილვა უნდა.

"ბარსას" ერთი ცენტრალური მცველის გადაბირება თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს, აგრეთვე ამ პოზიციაზე კიდევ ერთი ტოპ დონის შემსრულებლის. ამჟამად "ბლაუგრანას" სპორტული დეპარტამენტი ანდრეას კრისტენსენისა ("ჩელსი") და ჟიულ კუნდეს ("სევილია") გადაბირებაზე მუშაობს. მატეის დე ლიგტის ("იუვენტუსი") ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მაღალი ხელფასი აქვს.

გარდა ამისა, "ბარსას" შემადგენლობას, დიდი ალბათობით, "ჩელსის" მცველი, სესარ ასპილიკუეტა შეავსებს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, კრისტენსენის მსგავსად. აგრეთვე, კატალონიელთა მიზანი ხორდი ალბას კონკურენტის დამატებაა და ხოსე გაიაზე ("ვალენსია") ოცნებობენ.