ავტორიზაცია

ფერდინანდი პოგბაზე: "სიტუაციის გამძაფრებით აგენტი ფეხბურთელს ცუდ მდგომარეობაში აყენებს"

ფერდინანდი პოგბაზე: "სიტუაციის გამძაფრებით აგენტი ფეხბურთელს ცუდ მდგომარეობაში აყენებს"
თარიღი 09 თებ 2022, 19:32

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, რიო ფერდინანდმა ნახევარმცველ პოლ პოგბასა და აგენტ მინო რაიოლას თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

"როცა აგენტი სიტუაციას ამძაფრებს, ეს უსიამოვნოა როგორ გულშემატკივრებისთვის, ისევე ფეხბურთელისთვის, რომელიც ცუდად გამოყავს".

"ჩემს აგენტს ესმოდა, რომ ნებართვის გარეშე ჩემზე საჯაროდ არ უნდა ელაპარაკა. მაგრამ არ ვიცით, რა რეაქცია აქვს პოლს თავისი წარმომადგენლის განცხადებებზე".

"პოლს ვიცნობ, ფეხბურთის თამაში უნდა. სურს პოტენციალი გამოავლინოს, იმდენად კარგი ფეხბურთელია, რამდენადაც შესაძლებელია, ტიტულების მოგება უნდა. მხოლოდ ეს აღელვებს".

"შეიძლება იფიქროს: "ჩემი სიტუაცია მოგვარდება, მშვიდად ვარ". შესაძლოა ვერ გაიგოს ის ხმაური, რომელიც გულშემატკივრებისგან მოდის, ან შეიძლება თავს მაინც ნორმალურად გრძნობს", - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Manchester Evening News-ი.