ავტორიზაცია

"კარგია, როცა შეგიძლია მათ თამაშს თვალყური მიადევნო", - მოდრიჩმა თავისი კუმირები დაასახელა

"კარგია, როცა შეგიძლია მათ თამაშს თვალყური მიადევნო", - მოდრიჩმა თავისი კუმირები დაასახელა
თარიღი 09 Feb 2022, 19:55

ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა თავისი კუმირები დაასახელა.

"კარგია, როცა კუმირები გყავს და შეგიძლია მათ ასპარეზობას თვალყური მიადევნო ან თუნდაც მათ წინააღმდეგ ითამაშო", - ციტირებს 36 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Marca.

"ჩემთვის ნომერ პირველი ზვონიმირ ბობანია. ხორვატიის ნაკრებში თამაშობდა, როცა ბავშვი ვიყავი, იმ თაობის ნაწილი იყო, რომელმაც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია".

"ფეხბურთზე შეყვარებული ბავშვებისთვის მოთამაშეები კერპები იყვნენ, ჩემთვის კი ბობანი ნომერ პირველია. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან შეხვედრა და საუბარი".

"ფრანჩესკო ტოტი - კიდევ ერთი მაგალითი. უცხოელი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ის მომწონდა. ძირითადად მისი სტილის გამო. ტოტის წინააღმდეგ თამაშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ცოტა ვილაპარაკეთ, მაისურები გავცვალეთ - უნიკალური მომენტი გახლდათ", - დასძინა მოდრიჩმა.