ავტორიზაცია

მოდრიჩმა თავისი მემკვიდრე დაასახელა: "მჯერა, რომ ჩემს საქმეს გააგრძელებს"

მოდრიჩმა თავისი მემკვიდრე დაასახელა: "მჯერა, რომ ჩემს საქმეს გააგრძელებს"
თარიღი 09 Feb 2022, 11:59

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თავისი მემკვიდრე დაასახელა. ხორვატის აზრით, ასეთი მოთამაშე მატეო კოვაჩიჩია.

"ჩემი მემკვიდრე იქნება მატეო კოვაჩიჩი, უნიჭიერესი ფეხბურთელი. ის თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორიცაა ინტერი, რეალი, ახლა ის ჩელსიშია, სადაც ყველაფერი ძალიან კარგია.

მას შეუძლია გახდეს ხორვატიის ნაკრების ახალი ლიდერი, - განაცხადა ლუკა მოდრიჩმა. როგორც გვახსოვს მატეო კოვაჩიჩმა "რეალი" მეტი სათამაშო დროის მისაღებად დატოვა.

მადრიდულ გუნდთან და "ჩელსისთან" ერთად, 27-წლის გამთამაშებელმა საერთო ჯამში 13 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ოთხი (!) თასი, 2016-2018 და 2021 წლებში.