ავტორიზაცია

მოდრიჩი: "კარიერის დასრულების დაახლოებითი თარიღი უკვე ვიცი"

მოდრიჩი: "კარიერის დასრულების დაახლოებითი თარიღი უკვე ვიცი"
თარიღი 08 Feb 2022, 20:47

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა უპასუხა კითხვას, თუ რამდენ ხანს გეგმავს ფეხბურთის თამაშს: "არ ვიცი, გულწრფელად. არ ვიცი რამდენი წელი შემიძლია თამაში.

შესაძლოა 40 წლამდე. შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები. თანდათან უნდა იმოძრაო, მე მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ. ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული, ეს მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიურადაც.

ვთამაშობ ძალიან დიდ კლუბში, ეჭვგარეშეა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში და ვმუშაობ იმისთვის, რომ ეს დონე რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნო. ვნახოთ რამდენ ხანს შემიძლია თამაში.

კონკრეტულ ციფრებზე საუბარი ძალიან რთულია. ახლა თითქმის 37 წლის ვარ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვმუშაობდი იმის გასარკვევად, თუ სად შემიძლია კიდევ უკეთესი გავხდე, როგორ შევინარჩუნო ფორმა", - თქვა მოდრიჩმა.

TOP.GE