ავტორიზაცია

"რეალის ზედიზედ 3-ჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ ზიდანის დამსახურება არ იყო", - კაზემირო

"რეალის ზედიზედ 3-ჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ ზიდანის დამსახურება არ იყო", - კაზემირო
თარიღი 08 Feb 2022, 23:40

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, კაზემირომ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაამახსოვრდებათ გუნდი, რომელიც ყველაზე წარმატებით ასპარეზობდა გასულ ათწლეულში.

"მადრიდის რეალი, რომელმაც ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ეს ასეა. ზიდანის დანიშვნა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, მაგრამ ჩვენ გვყავდა ბევრი ვარსკვლავი.

იმდენი გამორჩეული მოთამაშე, რომ არ იქნებოდა სამართლიანი ყველაფრის ზიდანზე მიწერა. BBC (შემოკლებით "ბეილი, ბენზემა, კრიშტიანუ"), ჩვენი შეტევა რაღაც წარმოუდგენელი იყო.

ან თუნდაც ნახევარდაცვა ან დაცვა, სადაც იყვნენ კარვახალი, მარსელო, ვარანი და სერხიო რამოსი. კეილორ ნავასი კარში... შესანიშნავი გუნდი იყო", - განაცხადა კაზემირომ.