ავტორიზაცია

პსჟ-სა და დი მარიას გზები იყრება? — პარიზელებისა და არგენტინელის გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა

პსჟ-სა და დი მარიას გზები იყრება? — პარიზელებისა და არგენტინელის გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა
თარიღი 09 თებ 2022, 20:15

"პარი სენ ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველის, ანხელ დი მარიას მომავალი გაურკვეველია, იტყობინება ფრანგული L'Equipe.

გავლენიანი გამოცემის თანახმად, პარიზელებს არგენტინელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურთ, რომელსაც 14 თებერვალს 34 წელი უსრულდება.

როგორც აღინიშნება, თავად სამხრეთამერიკელს უნდა, რომ პარიზში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს.

ცნობისთვის, მოქმედი კონტრაქტის ვადა დი მარიას "პსჟ"-სთან ამა წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში ანხელმა ფრანგული კლუბის მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.