ავტორიზაცია

კონტე ერიქსენის პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე: "გაკვირვებული ვარ, მეგონა, რომ მეტი დრო დასჭირდებოდა"

კონტე ერიქსენის პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე: "გაკვირვებული ვარ, მეგონა, რომ მეტი დრო დასჭირდებოდა"
თარიღი 10 თებ 2022, 10:58

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ გუნდის ყოფილი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 29 წლის დანიელი ფეხბურთელი "ბრენტფორდში" გადავიდა.

"ერიქსენის დაბრუნებაზე არ გვისაუბრია. შექმნილი სიტუაციით გაკვირვებული ვარ... ვფიქრობდი, რომ ინგლისში დასაბრუნებლად და სათამაშოდ მეტი დრო სჭირდებოდა".

"ტოტენჰემისთვის" ისტორიის ნაწილია და მისი აქ დაბრუნება შესაძლოა კარგ ვარიანტად იქცეს", - ციტირებს კონტეს სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ერიქსენს გასულ ზაფხულს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფინეთთან (0:1) მატჩის დროს გული გაუჩერდა. ამ ინციდენტის შემდეგ, მას კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაუდგეს, რითაც იტალიაში თამაში აკრძალულია.

ამიტომაც, გასული წლის დეკემბერში "ინტერმა" კრისტიანს კონტრაქტი გაუწყვიტა, შემდეგ კი "ბრენტფორდში" გადავიდა.