ავტორიზაცია

ჩელსისთან შეთანხმება ვერ ხერხდება, ბაიერნი საქმეშია — სად გააგრძელებს კარიერას კრისტენსენი?

ჩელსისთან შეთანხმება ვერ ხერხდება, ბაიერნი საქმეშია — სად გააგრძელებს კარიერას კრისტენსენი?
თარიღი 10 თებ 2022, 11:58

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანდრეას კრისტენსენმა კარიერა შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელოს.

გერმანული კლუბისა და ფეხბურთელის წარმომადგენლებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა დანიელს საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, წერს Bayern & Germany.

როგორც აღინიშნება, "ჩელსისა" და 25 წლის უკანახაზელს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კრისტენსენს წლიური ხელფასის სახით 10-12 მილიონი ევროს გამომუშავება სურს, ბონუსების ჩათვლით, "არისტოკრატებს" კი ეს პირობები არ აკმაყოფილებთ.

თავის მხრივ, "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს დანიელი უკანახაზელის შენარჩუნება უნდა, თავად ფეხბურთელიც არ გამორიცხავს თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას.

მიმდინარე სეზონში კრისტენსენმა ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.