ჩელსიმ შეთავაზება გაზარდა და რუდიგერს კიდევ უფრო მაღალი ხელფასი შესთავაზა, თუმცა ორი გრანდი ეცილება

"ჩელსისა" და ცენტრალურ მცველ ანტონიო რუდიგერს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Goal.com-ი იტყობინება, ლონდონურმა კლუბმა შეთავაზება გაზარდა, ახლა უფრო ახლოსაა კვირაში 200 ათას ფუნტიან ხელფასთან, რომელსაც გერმანელი ითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატები" რუდიგერის შენარჩუნებას გეგმავენ, რათა ზაფხულში ბევრი უკანახაზელი არ დაკარგოს.
მხარეებს კონტრაქტის პირობები ჯერ არ შეუთანხმებიათ, მაგრამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შანსი ნამდვილად არსებობს.
28 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს "პსჟ" და "რეალი" იჩენენ. პარიზელები და მადრიდელები კონტრაქტის გაფორმებისთვის დიდი ბონუსს ჰპირდებიან და ხელფასის სახით იმაზე არანაკლები გადაუხადონ, ვიდრე "ჩელსი" სთავაზობს.
მიმდინარე სეზონში რუდიგერმა ლონდონელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.