ავტორიზაცია

"მომხდარმა სულის სიღრმემდე ჩააღწია", - ტენ ჰაგი აიაქსიდან ოვერმარსის დიდი სკანდალით წასვლას გამოეხმაურა

"მომხდარმა სულის სიღრმემდე ჩააღწია", - ტენ ჰაგი აიაქსიდან ოვერმარსის დიდი სკანდალით წასვლას გამოეხმაურა
თარიღი 10 Feb 2022, 15:40

"აიაქსის" მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი კლუბის სპორტული დირექტორის პოსტიდან მარკ ოვერმარსის გათავისუფლებას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, 48 წლის მენეჯერთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზად არაერთი უადგილო შეტყობინება იქცა, რომელსაც იგი დიდი ხნის მანძილზე რამდენიმე ქალ კოლეგას უგზავნიდა.

მაგალითისთვის, როგორც დაიწერა, ოვერმარსმა "აიაქსის" ერთ-ერთ ქალ თანამშრომელს თავისი პენისის ფოტო გაუგზავნა.

"დაზარალებულები ძალიან განიცდიან. ამ სიტუაციის გამო მეც მიჭირს. ყველა განიცდის ამას. ხშირად ვრჩები საკუთარ თავთან მარტო და ჩვეულებრივზე ოდნავ მშვიდად ვიქცევი. გუნდს ენერგია უნდა მივღე, მაგრამ ასეთი ამბების შემდეგ პირველი დღეები მძიმეა".

"ფაქტები მეც არ ვიცი. ეს პირადია. სათანადო შიდა გამოძიება ჩატარდება. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მისაღებად საფუძვლიანი მიზეზები უნდა ყოფილიყო. მარკმა დასკვნა გამოიტანა".

"რა თქმა უნდა, თანავუგრძნობ მას, განსაკუთრებით - ქალბატონებს. ოვერმარსთან დაკავშირება რთული იყო. ეს ჩემსა და მარკს შორის დარჩება. რაღაც ძალიან ლამაზზე ვმუშაობდით და ეს საქმე შეწყვეტილია. ძალიან რთულია. ვცდილობ ყურადღება ტიტულების მოგებაზე გავამახვილო".

"ვითარებამ სულის სიღრმემდე ჩააღწია. მომხდარს უნდა შევეგუოთ", - განაცხადა ტენ ჰაგმა ESPN-სთან ინტერვიუში.