3 თავდამსხმელი, რომელსაც ბარსა ზაფხულში გაუშვებს — ხავი შეტევის ხაზში ცვლილებებს გეგმავს
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ზაფხულში გუნდის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანას გეგმავს.,
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" შესაძლოა მემფის დეპაი, ლუკ დე იონგი და მარტინ ბრეიტუეიტი გაუშვან.
იდეალური სცენარით, "ბარსას" შეტევაში ერლინგ ჰოლანდი, რომელიც ამჟამად "დორტმუნდის" ღირსებას იცავს, ფერან ტორესი და ანსუ ფატი ითამაშებენ.
დეპაი ხავის სათამაშო სტილში არ ჯდება. მოქმედი კონტრაქტის ვადა ჰოლანდიელს 2023 წელს ეწურება, ამიტომაც კლუბი მასთან განშორებას ზაფხულში ეცდება, რათა გარკვეული თანხა მიიღოს.
42 წლის სპეციალისტი დე იონგის პროფესიონალიზმით კმაყოფილია, მაგრამ გუნდში სხვა პროფილის ფორვარდების ხილვა სურს. მემფისის თანამემამულის საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც "ბარსამ" "სევილიადან" დაიმატა, ზაფხულში იწურება.
ამასთანავე, ხავი ვარჯიშებზე ბრეიტუეიტის მუშაობითაც კმაყოფილია, მაგრამ დანიელს ტოპ დონის თავდამსხმელად არ მიიჩნევს.