ავტორიზაცია

ალვეში დისკვალიფიკაციაზე: "სასაცილოა იმაზე ფიქრი, რომ პროფესიონალი სპორტსმენი სხვას ზიანს განზრახ აყენებს"

ალვეში დისკვალიფიკაციაზე: "სასაცილოა იმაზე ფიქრი, რომ პროფესიონალი სპორტსმენი სხვას ზიანს განზრახ აყენებს"
თარიღი 10 Feb 2022, 16:32

"ბარსელონას" მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა ლა ლიგის ეგიდით "ატლეტიკოსთან" (4:2) გამართულ მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო 2-მატჩიან დისკვალიფიკაციაზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირების 69-ე წუთზე, ბრაზილიელმა მადრიდელთა შემტევ ნახევარმცველ იანიკ ფერეირა კარასკოზე იუხეშა.

"დამვიწყებია, თუ როგორ სჯიან აქ! სასაცილოა იმაზე ფიქრი, რომ პროფესიონალი სპორტსმენი სხვას ზიანს განზრახ აყენებს. ფეხბურთი რისკს შეიცავს, ასეთი ეპიზოდები ხდება და მოედნის ფარგლებს არ უნდა გასცდეს".

"ნებისმიერ შემთხვევაში, კარასკოს კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს", - წერს ალვეში სოციალურ ქსელში.

ასე და ამგვარად, 38 წლის ბრაზილიელი უკანახაზელი "ბარსას" "ესპანიოლთან" (13 თებერვალს) და "ვალენსიასთან" (20 თებერვალს) შეხვედრებში ვერ დაეხმარება.