ავტორიზაცია

ჯერარდი: "თუ კოუტინიოს თამაში არ მოგწონთ, მაშინ ფეხბურთს საერთოდ აღარ უნდა უყუროთ"

ჯერარდი: "თუ კოუტინიოს თამაში არ მოგწონთ, მაშინ ფეხბურთს საერთოდ აღარ უნდა უყუროთ"
თარიღი 10 თებ 2022, 16:44

"ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა "ლიდსთან" შეხვედრის შემდეგ გუნდის შემტევი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო შეაქო.

მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის 24-ე ტურის ეგიდით გამართული დაპირისპირება საკმაოდ დრამატული, უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ დასრულდა - 3:3.

თავის მხრივ, 29 წლის ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა, თანაც პირველივე ტაიმში.

"თუ კოუტინიოს თამაშის ყურება არ მოგწონთ, მაშინ ფეხბურთს საერთოდ აღარ უნდა უყუროთ, რადგან მისი ასპარეზობა აბსოლუტურად შესანიშნავი იყო", - თქვა ჯერარდმა.

მოგეხსენებათ, კოუტინიო "ასტონ ვილაში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონადან" ნახევარწლიანი იჯარით გადავიდა და ბირმინგემელებს მისი შესყიდვა 35-40 მილიონ ევროდ შეეძლებათ.