ავტორიზაცია

დრო იწურება - ასწრებს თუ არა ბენზემა პსჟ-სთან მატჩისთვის მომჯობინებას?

დრო იწურება - ასწრებს თუ არა ბენზემა პსჟ-სთან მატჩისთვის მომჯობინებას?
თარიღი 10 Feb 2022, 19:35

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, „პსჟ-სთან“ მატჩამდე ინდივიდუალურად ვარჯიშს აგრძელებს.

Football Espana-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ბენზემა „პსჟ-სთან“ მატჩისთვის მზადყოფნაში იქნება, ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშს აგრძელებს და საერთო ჯგუფს ვერ უერთდება.

 თავის მხრივ, Marca წერს, რომ კარიმმა გამოჯანმრთელება რომც მოასწროს, სამშაბათის შეხვედრაში მოედანზე 90 წუთს ნამდვილად ვერ გაატარებს.

34 წლის ფორვარდმა კუნთი „ელჩესთან“ 20 იანვრის მატჩში მიიღო, რის გამოც უკვე ორი კვირა გამოტოვა და უდიდესი ალბათობით, უიქენდზე ვერც „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „პსჟ-ს“ პარიზში 15 თებერვალს, 23:59 საათზე, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში დაუპირისპირდება.

საპასუხო შეხვედრა კი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 9 მარტს გაიმართება.