"ვერ ვიტყოდი, რომ ეს სიცოცხლეს გაგვიმარტივებს", - პოჩეტინომ რეალთან ნეიმარის და ბენზემას შესაძლო არყოფნაზე ისაუბრა
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, „რეალთან“ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ნეიმარის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„რეალის“ მხრიდან ამ მატჩის გამოტოვება კარიმ ბენზემას ემუქრება, პარიზელები კი არ არიან დარწმუნებულები, რომ ამ შეხვედრაში ნეიმარი ითამაშებს, რომელმაც ტრავმა 28 ნოემბერს „სენტ ეტიენთან“ მატჩში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა.
„ბენზემა საუცხოო ფეხბურთელია, რომელიც „რეალში“ თავის ნიჭს უფრო და უფრო ამტკიცებს. თუ ის ამ შეხვედრაში ვერ ითამაშებს, „თეთრებისთვის“ ეს დიდი დანაკლისი იქნება.
ვერ ვიტყოდი, რომ სიცოცხლეს გაგვიმარტივებს, მაგრამ აშკარაა, რომ ის ტოპ-თავდამსხმელია. ბუნებრივია, რომ წინასამატჩო ანალიზში გავითვალისწინებთ, ითამაშებს თუ არა ბენზემა.
ნეიმარი უკეთესადაა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა „რეალთან“ მატჩში მონაწილეობის მიღებას. ყველა დიდ ფეხბურთელს სურს დიდ მატჩში მონაწილეობის მიღება. მან უკვე იცის, როგორია ასეთ მატჩში ტრავმის მიღება და მას აქვს საიმისო გამოცდილება, რომ ენერგია სწორი მიმართულებით გაუშვას და საუკეთესო პირობებით ითამაშოს.“ - ციტირებს მწვრთნელის სიტყვებს Marca.
ფრანგული პრესის ინფორმაციით, დღეს ნეიმარმა თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ პირველად გუნდთან ერთად ივარჯიშა.