ავტორიზაცია

VIDEO: სადებიუტო გოლის ასეთი უნდა! ინჯგიამ 91-ე წუთზე გაიტანა და გუნდს მოაგებინა

თარიღი 10 Feb 2022, 21:40

კვიპროსის ჩემპიონატის ტურის მატჩში აპოლონი საკუთარ მოედანზე ლიმასოლის დერბიში აელს დაუპირისპირდა და 2-1 მოუგო.

აღნიშნულ მატჩში 75-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში აპოლონის ქართველი ნახევარმცველი რეზი ინჯგია, რომელმაც 91-ე წუთზე გამარჯვებისმომტანი გოლი გაიტანა. კვიპროსის ჩემპიონატში 21 წლის შემტევისთვის სადებიუტო ბურთი იყო.

რეზი ინჯგია აპოლონს 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში აპოლონის მაისურით 13-ჯერ ითამაშა, 2-ჯერ გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

20 ტურის შემდეგ აპოლონი კვიპროსის ჩემპიონატში 44 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.