ბუდუ ზივზივაძემ ფეჰერვარი დატოვა - ქართველის ახალი გუნდი ცნობილია
27 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე კარიერას უიპეშტში გააგრძელებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ბერიძის თანაგუნდელი იჯარით სეზონის ბოლომდე გახდება.
ბუდუ ზივზივაძეს ფეჰერვართან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშრებს, თუმცა მწირი სათამაშო დროის გამო დროებით გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა 15-ჯერ ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.