ავტორიზაცია

ბარსელონას ეჭვი ეპარება, რომ ასტონ ვილა ზაფხულში კოუტინიოში საჭირო თანხას გადაიხდის

ბარსელონას ეჭვი ეპარება, რომ ასტონ ვილა ზაფხულში კოუტინიოში საჭირო თანხას გადაიხდის
თარიღი 10 თებ 2022, 23:42

ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ „ასტონ ვილაში“ ასპარეზობა წარმატებულა დდაიწყო.

პრემიერ ლიგის 3 მატჩში ბრაზილიელმა 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა Diario Sport-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანაში“ ნაკლებად სჯერათ, რომ ინგლისური გუნდი ზაფხულში ფეხბურთელის 40 მილიონად გამოსყიდვას დათანხმდება.

თავის მხრივ „ასტონ ვილა“ კოუტინიოს თავისთან პერმანენტულად დატოვებას არ გამორიცხავს, თუმცა პირდაპირ 40 მილიონის გადახდა არ სურს და „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებების გზით შეთანხმებას შეეცდება.

ბირმინგემული კლუბი იმედოვნებს, რომ „ბარსას“ 25-30 მილიონ ევროზე მოურიგდება, რაც ორივე კლუბისთვის მისაღები ვარიანტი უნდა იყოს, ფეხბურთელის მაღალი ხელფასის გათვალისწინებით.