"მესი სეზონის გადამწყვეტ ნაწილს საუკეთესო ფორმაში ხვდება", - პოჩეტინო

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ თავდამსხმელ, ლიონელ მესიზე ისაუბრა: "ლეო არის ნამდვილი გენიოსი. ეს რაღაც არაჩვეულებრივია.
ასეთი მოთამაშეები 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან. ის, რაც მან მისცა გუნდს, დაუჯერებელია იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომელშიც ის აღმოჩნდა გადასვლისთანავე.
გარე ფაქტორებთან მიმართებაში მას დიდად არ გაუმართლა, მაგრამ მშვიდად გაართვა თავი. ახლა დადგა საუკეთესო მომენტი მესისთვის. ის ძალიან მომზადებულია.
ლეო სეზონის გადამწყვეტ ეტაპს უკეთეს ფორმაში უახლოვდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ის საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას აჩვენებს", - განაცხადა პოჩეტინომ.