დათმობა, რომელზეც წასვლა პოგბას იუვენტუსში დაბრუნების შემთხვევაში მოუწევს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ, პოლ პოგბას "იუვენტუსში" დასაბრუნებლად ხელფასის შემცირება მოუწევს. სწორედ "იუვენტუსიდან" მოვიდა პოგბა "ოლდ ტრაფორდზე" 2016 წელს.
ახლა პოლს "იუნაიტედთან" კონტრაქტი 5 თვეზე ნაკლებ დროში ამოეწურება. Il Bianconero-ს ცნობით, ამ მომენტისთვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოგბა "წითელ ეშმაკებთან" ახალ გარიგებას დადებს.
პოლს სასოწარკვეთილად სურს ტურინში დაბრუნება, სადაც მან ოთხი წარმატებული სეზონი გაატარა და მსოფლიო დონის ფეხბურთელად გადაიზარდა. პრობლემა ის არის, რომ "მანჩესტერში" პოგბა კვირაში 290 ათას ფუნტს იღებს.
"იუვენტუსი" არ არის მზად პოლს ამდენი გადაუხადოს, მიუხედავად იმისა, რომ 28 წლის ფრანგი თავისუფალი აგენტი იქნება. "იუვენტუსმა" იანვარში უკვე დატვირთა სახელფასო ლიმიტი დუშან ვლაჰოვიჩისა და დენის ზაქარიას ტრანსფერებით.