"ნებისმიერი ისურვებდა მის გვერდით თამაშს", - რიშარლისონმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"ევერტონისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რიშარლისონმა "პსჟ"-სა და არგენტინის ნაკრების ლიდერის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
"ლეო მსოფლიოში საუკეთესოა. სხვა პლანეტიდანაა. საუკეთესოა მათ შორის, ვინც კი მინახავს და მსურს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მაისური გავუცვალო".
"მის წინააღმდეგ თამაში პრივილეგიაა, ვინ იცის, იქნებ მეც შევძლო მასთან ერთად ერთ გუნდში თამაში. ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა მის გვერდით ასპარეზობას", - განუცხადა ბრაზილიელმა ESPN-ს.
შეგახსენებთ, 24 წლის ბრაზილიელი შემტევი "ევერტონს" 2018 წლის ზაფხულში "უოტფორდიდან" 39 მილიონ ევროდ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში რიშარლისონმა ყველა ტურნირზე ერთად "კანფეტების" რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.