ავტორიზაცია

"არგენტინასთან წაგების მიუხედავად, მე ერთი ფაქტის გამო ბედნიერი ვიყავი", - რიშარლისონი კოპა ამერიკის ფინალზე

"არგენტინასთან წაგების მიუხედავად, მე ერთი ფაქტის გამო ბედნიერი ვიყავი", - რიშარლისონი კოპა ამერიკის ფინალზე
თარიღი 11 Feb 2022, 11:22

"ევერტონის" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რიჩარლისონმა 2021 წლის კოპა ამერიკის ფინალში არგენტინასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა (0:1).

"ჩვენ დავაფასეთ, როგორ იზეიმეს არგენტინელებმა გამარჯვება. ეს იყო შთამბეჭდავი სანახაობა, თუნდაც მათთან წაგებით. მესიმ არგენტინასთან ერთად ტიტული დაიმსახურა.

ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. მარცხის შემდეგ გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ მისი ზეიმობის დანახვა საოცარი იყო. ორჯერ დამარცხდნენ ჩილესთან, ის იმსახურებდა გამარჯვებას.

დავინახეთ, როგორ სურდა ყველას გაეზიარებინა ეს სიხარული მასთან. მშვენიერი იყო მისი დანახვა, როგორ ეხუტებოდა ყველას, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის პატივს სცემს ბრაზილიელებს.

თუ მსოფლიო ჩემპიონატზე წავალთ, მე მსურს არგენტინის თამაში, ეს დიდ განსხვავებას მოახდენს სამხრეთ ამერიკული ფეხბურთისთვის", - განუცხადა რიჩარლისონმა ESPN-ს.