ავტორიზაცია

"კარიერის უტიტულოდ დასრულება არ მინდა", - რაისმა სამომავლო გეგმები გაამხილა

"კარიერის უტიტულოდ დასრულება არ მინდა", - რაისმა სამომავლო გეგმები გაამხილა
თარიღი 11 თებ 2022, 21:22

"ვესტ ჰემის" ნახევარმცველმა, დეკლან რაისმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მცველ გარი ნევილთან საუბრისას, რომელიც ამჟამად ექსპერტად მუშაობს, თავისი ამბიციების შესახებ ისაუბრა.

"ჩემთვის მთავარი ერთი რამ არის - კარიერის უტიტულოდ დასრულება არ მინდა. გავიზარდე და თვალყურს ვადევნებდი ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც თქვენ ხართ, ვინც პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მეც მინდა საუკეთესო ტიტულების მოგება".

"მსურს ინგლისის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი მოვიგო, მსურს ინგლისის ნაკრებთან ერთადაც დავეუფლო თასს - ზოგადად, ყველაფრის მოგება მინდა".

"და თუ ასეთი ამბიციები არ გაქვს, მაშინ საერთოდ რატომ თამაშობ", - დასძინა რაისმა.

შეგახსენებთ, 23 წლის ინგლისელმა მიმდინარე სეზონში "ვესტ ჰემის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც მიითვალა.