ავტორიზაცია

ერიქსენი: "ადრინდელზე უკეთეს მდგომარეობაში ვარ, უბრალოდ სათამაშო პრაქტიკა მაკლია"

ერიქსენი: "ადრინდელზე უკეთეს მდგომარეობაში ვარ, უბრალოდ სათამაშო პრაქტიკა მაკლია"
თარიღი 11 თებ 2022, 21:45

"ბრენტფორდის" ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა გადატანილი გულის შეტევის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

"ჩემს სათამაშო სტილს არ შევცვლი. დრო მქონდა იმისათვის, რათა დისციპლინით მემუშავა, ახლა კი შეიძლება იმაზე უკეთეს მდგომარეობაშიც კი ვიყო, ვიდრე აქამდე ვიყავი, უბრალოდ სათამაშო პრაქტიკა მაკლია".

"ისევ ის ვარ, ვინც ვიყავი, ამიტომაც ვერ ვხვდები, რატომ ვერ შევძლებ ჩემს დონეზე დაბრუნებას".

"როგორც კი მწვრთნელი ჩათვლის, რომ სათამაშოდ მზად ვარ, როცა შემადგენლობაში ჩემს დაყენებას მოინდომებს, ვითამაშებ. მაგრამ ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ".

"მოედანზე კვლავ გასვლის შესაძლებლობის მიღება ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული იქნება. კარგი იქნება მომხდარიდან 7-8 თვის შემდეგ მატჩის ჩატარება", - ციტირებს ერიქსენის სიტყვებს BBC.