ავტორიზაცია

ერიქსენი გულის გაჩერების შესახებ: "5 წუთით ამ სამყაროდან წასული ვიყავი"

ერიქსენი გულის გაჩერების შესახებ: "5 წუთით ამ სამყაროდან წასული ვიყავი"
თარიღი 11 თებ 2022, 12:01

"ბრენტფორდის" ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა გააზიარა თავისი მოგონებები გულის გაჩერების შესახებ, რომელიც მან განიცადა ევრო 2020-ის მატჩის დროს დანიასა და ფინეთს შორის.

"ხუთი წუთის განმავლობაში წასული ვიყავი ამ სამყაროდან - სანამ გული არ ჩამერთო. იმ ხუთი წუთის გარდა, ყველაფერი მახსოვს. მერე მითხრეს, რომ ხუთი წუთი გაგრძელდა, თუმცა დანარჩენი ყველაფერი მახსოვს.

მახსოვს, აუტი ჩავაწოდე, ბურთი მუხლში მომეხვია და მერე რაღაც მოხდა. მერე გამოვფხიზლდი, ირგვლივ ხალხი იდგა, ვიგრძენი, რომ მკერდზე რაღაც მიჭირდა და სუნთქვის აღდგენა ვცადე.

თვალები გავახილე და ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა რა მოხდა, გავიფიქრე: "ფეხებს რამე დაემართა? ზურგი მოვიტეხე? შემიძლია ფეხი ავწიო?". 

უბრალოდ ვცდილობდი გამეგო რა მოხდა. შემდეგ ER-ში გავიგე, რომ ვიღაცამ თქვა: "რამდენი ხანი იყო უგონოდ?" და ვიღაცამ უპასუხა: "ხუთი წუთი". პირველად გავიგე მომხდარის შესახებ", - თქვა ერიქსენმა.