რუდიგერისთვის ბრძოლას ერთი გრანდი უკვე ჩამოშორდა — ფაბრიციო რომანო

"ბაიერნი" "ჩელსის" მცველის, ანტონიო რუდიგერის გადაბირებით დაინტერესებული არ არის, მიუხედავად საპირისპირო ინფორმაციის გავრცელებისა.
მიუნხენური გრანდისთვის 28 წლის გერმანელის მოთხოვნები ზედმეტად მაღალი აღმოჩნდა, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
რუდიგერს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია იმის თაობაზე, გაახანგრძლივებს თუ არა "არისტოკრატებთან" კონტრაქტს, რომელიც იწურება.
როგორც აქამდე დაიწერა, ანტონიოს კვირაში ხელფასის სახით 225 ათასი ფუნტის გამომუშავება სურს, "ჩელსი" კი 200 ათასს სთავაზობს.
Goal.com-ის ცნობით, ლონდონელთა უკანახაზელისადმი ინტერესს "პსჟ" და "რეალი" იჩენენ. პარიზელები და მადრიდელები კონტრაქტის გაფორმებისთვის დიდი ბონუსს ჰპირდებიან და ხელფასის სახით იმაზე არანაკლები გადაუხადონ, ვიდრე "ჩელსი" სთავაზობს.
მიმდინარე სეზონში რუდიგერმა ლონდონელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.