ავტორიზაცია

რონალდუს შვილი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა და ისიც 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

რონალდუს შვილი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა და ისიც 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
თარიღი 11 Feb 2022, 23:16

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს ვაჟი "ეშმაკუნების" ფეხბურთელი გახდა.

36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მეუღლემ, ჯორჯინა როდრიგესმა რონალდუ უმცროსის პრეზენტაციიდან ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით:

"ერთად ვიბრძოლოთ ოცნებებისთვის. დედას უყვარხარ".

კრიშტიანუ უმცროსმა, რომელსაც ივნისში 12 წელი შეუსრულდება, 7-ნომრიანი მაისური მოირგო, მამის მსგავსად.

რა თქმა უნდა, რონალდუს ვაჟი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში იასპარეზებს.