"მეტი უნდა გაიტანოს", - რანგნიკი რონალდუს 5-მატჩიან უგოლო სერიას ეხმაურება
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს წარუმატებელ სერიაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, 36 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ზედიზედ 5 მატჩია არ გაუტანია.
"საქმე მხოლოდ კრიშტიანუში არ არის. მაგრამ ცხადია, მეტი უნდა გაიტანოს", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს ბრიტანული მედია.
"ბევრ მომენტს ვქმნით, თუმცა საკმარის გოლს ვერ ვიტანთ. მიუხედავად ამისა, საქმე მხოლოდ რონალდუში არ არის", - დასძინა რანგნიკმა.
მიმდინარე სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე ერთად "ეშმაკუნების" მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.