ავტორიზაცია

ანჩელოტი პსჟ-სთან გასამართი მატჩის შესახებ: "იმედი მაქვს, ბენზემა და ნეიმარი ითამაშებენ"

ანჩელოტი პსჟ-სთან გასამართი მატჩის შესახებ: "იმედი მაქვს, ბენზემა და ნეიმარი ითამაშებენ"
თარიღი 12 Feb 2022, 11:37

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან გასამართი მატჩის წინ თავდამსხმელ კარიმ ბენზემას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"იმედი მაქვს, საუკეთესო ფეხბურთელები, როგორებიც ბენზემა და ნეიმარი არიან, ითამაშებენ. თუ მოედანზე საუკეთესოებს ვიხილავთ, მატჩი მაქსიმალურად მიმზიდველი იქნება".

"ყველაზე მთავარი ფეხბურთელის ჯანმრთელობაა. ბენზემასთან დაკავშირებით რაიმე რისკი რომ არსებობდეს, არ წავალთ. ყველაფერი კარგად უნდა შევაფასოთ. თუ სამშაბათს ითამაშებს, ესე იგი არანაირი რისკი არ არის".

"კარგი წინათგრძნობა გვაქვს (ბენზემას შესაძლო თამაშის შესახებ). ვნახოთ, ივარჯიშებს თუ არა კვირას ან ორშაბათს გუნდთან ერთად. ყველაფერი ამ დღეებში გადაწყდება", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "პსჟ"-სა და "რეალის" პირველი 1/8 ფინალური დაპირისპირება 15 თებერვალს, მადრიდში გაიმართება.