სამი ვარიანტი, როგორც დიდი თავსატკივარი - რას გეგმავს ანჩელოტი პარიზისთვის, თუ ბენზემა მართლაც ვერ ითამაშებს?
„პსჟ-სთან" მატჩამდე 4 დღე რჩება, „რეალის" საერთო ჯგუფში კი ჯერ კიდევ ვერ ვარჯიშობს კარიმ ბენზემა, რომლის მონაწილეობაც ამ დიდ მატჩში ეჭვქვეშ რჩება.
ამის გამო, კარლო ანჩელოტი და მისი სამწვრთნელო შტაბი შეუდგნენ ფიქრს, თუ რა შეიძლება მოიფიქრონ „პარკ დე პრენსზე" გუნდის ლიდერის გარეშე.
Marca სამ შესაძლო ვარიანტს გვთავაზობს, რომელიც კარლომ შესაძლოა „პეესჟეს" წინააღმდეგ გამოიყენოს.
1. ისკო "ცხრუ ცხრიანის პოზიციაზე"
ესპანელმა ამ პოზიციაზე „გრანადასთან" საკმაოდ კარგად ითამაშა და ანჩელოტი 29 წლის ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი დატოვა. თუ იტალიელი სპეციალისტი ნომინალური ფორვარდის გარეშე თამაშს აირჩევს, მაშინ სასტარტოში „პარკ დე პრენსზე" სწორედ ალარკონს ვიხილავთ
2. იოვიჩი
სერბი ფორვარდი - პოზიციურად ბენზემას ერთადერთი შემცვლელია, მაგრამ მისი თამაში რეალში ერთი დიდი იმედგაცრებაა. თუმცა, ისკოსგან განსხვავებით, მას შეტევის გაძლიერება მეტად შეუძლია, რადგან ლუკა - ფორვარდია, რომელსაც გადამწყვეტი დარტყმის შესრულება შეუძლია
3. 4-4-2
ბენზემას არყოფნაში ანჩელოტიმ შესაძლოა ჩვეული 4-3-3-ს ნაცვლად მოედანზე 4-4-2 გაიყვანოს. ასეთ შემთხვევაში სასტარტოში შეიძლება გამოჩნდეს ვალვერდე, რომელიც მოდრიჩს, კაზემიროს და კროოსს შეუწყვილდება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ იტალიელ მწვრთნელს განკარგულებაში როდრიგო და აზარი ჰყავს, რომლებსაც მოედანზე გასვლა და თამაში შეუძლიათ როგორც მარჯვენა ფრთაზე, ისე „ცრუ ცხრიანზე", თუ ანჩელოტი მათზე გადაწყვეტს ფსონის გაკეთებას.
დიახ, ვერავინ ვერ ანვითარებს და აგვირგვინებს შეტევებს ისე, როგორც ბენზემა, ამიტომ სამწვრთნელო შტაბს სერიოზული შრომა და ფიქრი უწევს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ცხრიანის გარეშე პარიზის დაპყრობა.