ავტორიზაცია

რანგნიკი: "პრობლემა არა მხოლოდ რონალდუში, არამედ მანჩესტერის სხვა ფეხბურთელებშიცაა"

რანგნიკი: "პრობლემა არა მხოლოდ რონალდუში, არამედ მანჩესტერის სხვა ფეხბურთელებშიცაა"
თარიღი 12 Feb 2022, 13:25

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა გუნდის თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

პრემიერ ლიგის ეგიდით, "ბარნლისთან" (1:1) გამართული მატჩის შემდეგ, პორტუგალიელი, რომელიც მინდორზე 68-ე წუთზე შეცვლაზე მოგვევლინა, გააფთრებული იყო.

"კრიშტიანუ 37 წლის არის, ეს ყველამ ვიცით. ვფიქრობ, თავადაც იცის, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა, აგრეთვე ის, თუ რა ევალება თავად. იმაზე ვართ კონცენტრირებულები, თუ რაზე შეგვიძლია გავლენის მოხდენა".

"რატომ გავიდა მოედნიდან ფინალური სასტვენისთანავე? ალბათ, ისიც იმედგაცრუებული იყო, რომ მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ და გოლის გატანა ვერ მოახერხა".

"ეს კითხვა თავად კრიშტიანუს უნდა დაუსვათ. ამას მხოლოდ მატჩის შემდეგ მივხვდი. ამ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებთ".

"პრობლემა არა მხოლოდ კრიშტიანუში, არამედ სხვა ფეხბურთელებშიცაა - განსაკუთრებით თავდამსხმელებში", - ციტირებს რანგნიკის სიტყვებს Daily Mail-ი.