ავტორიზაცია

VIDEO: 7 გოლი 8 მატჩში - მიქელთაძემ ავსტრალიური ფეხბურთის გრანდს გაუტანა!

თარიღი 12 თებ 2022, 14:28

ავსტრალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში მელბურნი საკუთარ მოედანზე ნიუკასლ ჯეტსთან 1-2 დამარცხდა.

სტუმართა შემადგენლობიდან კვლავ მოახერხა თავის გამოჩენა ბექა მიქელთაძემ, რომელმაც 69-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

მიქელთაძე მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია. ქართველის აქტივში 8 შეხვედრაში 7 გოლია, იგი ნიუკასლს 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა.