"ფრიმპონგმა დინამოში გადასვლამდე დამირეკა და რჩევა მივეცი" - დვალი ბათუმელთა ახალწვეულზე
28 წლის ცენტრალური მცველი აბრაჰამ ფრიმპონგი კარიერას ბათუმის დინამოში გააგრძელებს.
აბრაჰამ ფრიმპონგს 2018-2021 წლებში ფერენცვაროშში ნათამაშები გამოცდილება უმაგრებს ზურგს, სადაც იგი ქართველი მცველის, ლაშა დვალის თანაგუნდელი იყო.
GOAL.GE უნგრეთში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს დაუკავშირდა და ფრიმპონგის შესახებ აზრი ჰკითხა.
"ფრიმპონგი კარგი მცველია, მისი პოზიციისთვის სწრაფიც. კარგი პიროვნებაა, თავმდაბალი და პროფესიონალი.
მასთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მქონდა გუნდში ყოფნის დროს. სანამ ბათუმში გადავიდოდა, აზრი მკითხა და რჩევა მივეცი, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ის ფრიმპონგი, რომელთან ერთადაც ვთამაშობდი, ნამდვილად გააძლიერებს ბათუმის დინამოს, თუმცა როგორც ვიცი, დიდი დრო გაუცდა და რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება ფორმის აღსადგენად," - განაცხადა ლაშა დვალმა GOAL.GE-სთან საუბრისას.
ლაშა დვალი ფერენცვაროშში 2019 წლის იანვრიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი უნგრულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.