ავტორიზაცია

"მესის ბარსელონაზე მაღლა ვერ დავაყენებდით", - კატალონიელთა დირექტორი ლეოს წასვლის შესახებ

"მესის ბარსელონაზე მაღლა ვერ დავაყენებდით", - კატალონიელთა დირექტორი ლეოს წასვლის შესახებ
თარიღი 12 თებ 2022, 16:22

"ბარსელონას" დირექტორმა, მატეუ ალემანიმ ლიონელ მესის კლუბიდან წასვლაზე ისაუბრა: "სამწუხაროდ, ლეო მესის წასვლა ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო. ეს იყო იმდროინდელი რეალობა.

ერთადერთი გზა, რომლითაც მესის ბარსაში დარჩენა შეიძლებოდა, იყო მხარის დაჭერა ინიციატივისთვის, რომელშიც მონაწილეობა არ გვინდოდა. საუბარია CVC-თან გარიგებაზე.

გადავწყვიტეთ, რომ კლუბი ნებისმიერ ადამიანზე მაღლა დგას. რეკლამით ბევრი დავკარგეთ. თუ ფინანსური პრობლემების გამო გვიწევს ფეხბურთელების გაყიდვა, მაშინ ლა მასიას ფეხბურთელები არიან უკანასკნელები, ვისაც გავუშვებთ.

ეს ჩვენი კლუბის მომავალია, ისინი ჩვენი გეგმის ნაწილი არიან. დარწმუნებული ვარ, ანსუ ფატი ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბარსელონაში. ახლა მას რთული მომენტი აქვს, მაგრამ კლუბში ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.

მისი გარემოცვა და ოჯახი ძალიან კეთილგანწყობილია. დარწმუნებული ვარ, ისინიც მხარს უჭერენ მას", - თქვა ალემანიმ "ბარსელონას" ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.