"წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში თამაშით, ბევრი დავკარგეთ", - უკრაინელი მწვრთნელი
ალექსანდრ ბაბიჩმა გიორგი წიტაიშვილის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ქართველ გარემარბს უკრაინის ეროვნული ნაკრების რიგებში თამაშის შანსი ჰქონდა:
"ვფიქრობ, რომ დღეს, წიტაიშვილი თავის ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. ის დამწყები აღარ არის და მას უკრაინის პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს.
გრიგორჩუკი გიორგის სხვადასხვა პოზიციებზე ცდის, თუმცა ცხადია, რომ ის ყველაზე შედეგიანი თავდასხმაში იქნება. ქართველი გარემარბი იმ კატეგორიის მოთამაშეა, რომელსაც მეტოქის ერთი-ერთზე მოტყუება შეუძლია.
მოდი, გულახდილები ვიყოთ, ასეთი ტიპის ფეხბურთელი ჩვენს ჩემპიონატში არც ისე ბევრია. როგორც მივხვდი, მწვრთნელი მას სხვადასხვა პოზიციაზე ცდის. პირადად მე, დინამოს საკუთრებაში მყოფი ვინგერი მარჯვენა ფლანგზე ძალიან მომწონს.
უკრაინის ნაკრებმა მისი სახით ბევრი დაკარგა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩერნომორეცის შვიდიანი ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხბურთელი აუცილებლად გახდებოდა.
ყველა ფეხბურთელს ევროპაში თამაში სურს და შესაძლოა, მას ამაში საქართველოს ნაკრები უფრო სწრაფადაც კი დაეხმაროს", - განაცხადა უკრაინელმა დამრიგებელმა.