ავტორიზაცია

"წლევანდელ იუვენტუსს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა", - დელ პიერო

"წლევანდელ იუვენტუსს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა", - დელ პიერო
თარიღი 12 თებ 2022, 19:30

"იუვენტუსის" ლეგენდა, ალესანდრო დელ პიერო ხედავს მსგავსებას ამჟამინდელ გუნდსა და იმ "ბიანკონერის" შორის, რომელიც 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

"მე ვხედავ მსგავსებას ამ გუნდსა და გუნდს შორის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალს 2017 წელს მიაღწია", - განუცხადა დელ პიერომ Sky Sport Italia-ს თავის ბოლო ინტერვიუში.

"არის დიბალა და მორატა როგორც ცენტრფორვარდი, რომელიც მარცხნივ ფართოდ თამაშობს, ისე როგორც მანჯუკიჩი. ესპანელი არასოდეს ნებდება, ბევრს დარბის და გუნდს ეხმარება.

იუვენტუსი კარგად თამაშობს დაცვაში, ნახევარდაცვაში სხვა თანაფარდობაა. თუ ალეგრი სამივე თავდამსხმელისთვის შემადგენლობაში ადგილს იპოვის, მაშინ ეს იდეა რეალობად უნდა იქცეს", - განაცხადა დელ პიერომ.

ვლაჰოვიჩის ფაქტორი - მიზეზი, რის გამოც დიბალას იუვენტუსში დარჩენის შანსები გაიზარდა