ავტორიზაცია

ვლაჰოვიჩის ფაქტორი - მიზეზი, რის გამოც დიბალას იუვენტუსში დარჩენის შანსები გაიზარდა

ვლაჰოვიჩის ფაქტორი - მიზეზი, რის გამოც დიბალას იუვენტუსში დარჩენის შანსები გაიზარდა
თარიღი 12 თებ 2022, 16:38

თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის "იუვენტუსში" გადასვლამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს თავდამსხმელ პაულო დიბალასა და კლუბს შორის ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, არგენტინელს, რომელიც ფორვარდ, კრიშტიანუ რონალდუს კარგად ვერ ერწყმოდა, შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ვლაჰოვიჩთან. სერბი თავდამსხმელის გვერდით დიბალა უფრო ათამაშდა.

არგენტინელს ძალიან ეხმარება დუშანის უნარი, მიიზიდოს მცველები საკუთარ თავზე, ის უთავისუფლებს ტერიტორიებს დიბალას. ასეთი ფეხბურთელი მას აკლდა მას შემდეგ, რაც გონსალო იგუაინი "იუვენტუსში" თამაშობდა.

გარდა ამისა, ვლაჰოვიჩსა და დიბალას შორის მოედნის გარეთ მაშინვე დამყარდა მეგობრული ურთიერთობა. თვის ბოლოს პაულო და "იუვენტუსი" ახალი კონტრაქტის განხილვას დაუბრუნდებიან.