ავტორიზაცია

VIDEO: კაპიტნის გასროლა - ჯაბა კანკავამ სლოვანში სადებიუტო გოლი გაიტანა

თარიღი 12 თებ 2022, 23:55

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მე-20 ტურში ბრატისლავის სლოვანი სენიცას დაუპირისპირდა და გამანადგურებელი სხვაობით, 5-0 მოუგო.

55-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც მისთვის სლოვაკური კლუბში სადებიუტო იყო. მანაც და გურამ კაშიამაც შეუცვლელად, 90 წუთის განმავლობაში ითამაშეს.

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვანს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდნენ. ამის მთავარი მიზეზი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, რომელთან ერთადაც 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა.