ავტორიზაცია

კოუტინიო: "კარგია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც გენდობა და შენი სჯერა"

კოუტინიო: "კარგია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც გენდობა და შენი სჯერა"
თარიღი 13 თებ 2022, 11:48

"ასტონ ვილას" შემტევმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ სტივენ ჯერარდის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობაზე ისაუბრა, ვისთან ერთადაც "ლივერპულში" თამაშობდა.

"ჩემს გადმოსვლამდე ბევრი ვისაუბრეთ. კლუბზე მელაპარაკა, რომელსაც ამბიციები აქვს, გულშემატკივრები ჰყავს. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც მინდოდა. ძალიან სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება. ახლა აქ ვარ და უბედნიერესი გახლავართ".

"ჯერარდს ჩვენთვის მაქსიმუმის მოცემა უნდა. შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, ბრწყინვალე ფეხბურთელები და ვიცით, რომ შეგვიძლია იმ ადგილზე მაღლა აღმოვჩნდეთ, სადაც ახლა ვართ. ამისათვის ვმუშაობთ. ჯერარდის მიზანი სწორედ ეს არის".

"პირველ ადგილზე ყოფნა გვსურს, იქამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ჩვენი მიზანი ყოველთვის უმაღლეს დონეზე ყოფნაა".

"კარგია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც შენი სჯერა და რა თქმა უნდა, მეც მჯერა საკუთარი თავის. ყოველდღე ვმუშაობ, მაგრამ ძალიან სასიმოვნო იყო, როცა სტივენს ვესაუბრე. მაქსიმუმის ჩვენება მინდა, რათა ამ ნდობისთვის მოედანზე გადავუხადო", - ციტირებს კოუტინიოს სიტყვებს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, 29 წლის ბრაზილიელი ბირმინგემულ კლუბს ამ ზამთარს "ბარსელონადან" სეზონის ბოლომდე გათვლილი იჯარით შეუერთდა.