ავტორიზაცია

კავანი ზაფხულში მანჩესტერს დატოვებს და სასურველი ჩემპიონატი უკვე შეარჩია — ფაბრიციო რომანო

კავანი ზაფხულში მანჩესტერს დატოვებს და სასურველი ჩემპიონატი უკვე შეარჩია — ფაბრიციო რომანო
თარიღი 13 Feb 2022, 11:56

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბს დატოვებს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, ურუგვაელი ივნისში მანიკუნიანელთა რიგებიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის ფორვარდის პრიორიტეტი საკუთარი ძალების ლა ლიგაში მოსინჯვაა.

კავანი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს თვეებში მიიღებს. ედინსონი "რივერ პლეიტში" გადასვლის ვარიანტს არც კი განიხილავს.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა სამხრეთამერკელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.