რანგნიკი: "აშკარაა, მანჩესტერ იუნაიტედს რაც შეიძლება უკეთესი ცენტრფორვარდი სჭირდება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა დაასახელა პოზიცია, რომელიც მანიკუნიანელებს გასაძლიერებელი აქვთ.
გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, "ეშმაკუნებმა" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავდამსხმელი უნდა იყიდონ.
– შეუძლია თუ არა "ემიუს" ზაფხულში ახალგაზრდა თავდამსხმელის შეძენა?
"ცხადია. კავანის ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და კლუბს რაც შეიძლება უკეთესი ცენტრფორვარდი სჭირდება. ეს აშკარაა. ვფიქრობ, ამის შესახებ ყველამ იცის", - ციტირებს რანგნიკის სიტყვებს ESPN-ი.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კავანი "მანჩესტერ იუნაიტედს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, 34 წლის ურუგვაელს ესპანეთის ჩემპიონატში სურს თამაში.