ავტორიზაცია

"მანჩესტერში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ეს სიგიჟეა", - სქოულზმა რანგნიკი და ფეხბურთელები არ დაინდო

"მანჩესტერში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ეს სიგიჟეა", - სქოულზმა რანგნიკი და ფეხბურთელები არ დაინდო
თარიღი 13 თებ 2022, 16:21

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა პრემიერ ლიგის 25-ე ტურში "საუთჰემპტონთან" (1:1) გამართულ მატჩში გუნდის თამაში შეაფასა.

"ამ ფეხბურთელებს შავი სამუშაოს შესრულება უბრალოდ არ სურთ. როცა მატჩს თვალყურს ადევნებ, აშკარაა, რომ არცერთ მათგანს არ უნდა მუშაობა, ეს სიგიჟეა".

"შემდეგ კი "საუთჰემპტონს" უყურებ და ხედავ, რომ იქ თავის პოზიციაზე ყველა შესანიშნავად მუშაობს. ერთმანეთის დახმარებაზე ვსაუბრობდით და "საუთჰემპტონის" ფეხბურთელები მოედნის ყველა კუთხეში ეხმარებოდნენ ერთმანეთს. "ემიუს" კი მსგავსი არაფერი ჰქონია".

"ერთ გუნდს ნამდვილი მწვრთნელი ჰყავს (საუბარია რალფ ჰაზენჰიუტლზე), მეორეს კი - სპორტული დირექტორი. ასეთი რამ "ემიუში" არ უნდა ხდებოდეს", - ციტირებს სქოულზის სიტყვებს BT Sport-ი.

შეგახსენებთ, 63 წლის გერმანელი სპეციალისტი "ეშმაკუნებს" სათავეში 3 დეკემბერს ჩაუდგა და სეზონის ბოლომდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.