ავტორიზაცია

"შეეძლო მანჩესტერი გაშვებული გოლისგან ეხსნა", - ოუენმა მაგუაირის მთავარი პრობლემა განმარტა

"შეეძლო მანჩესტერი გაშვებული გოლისგან ეხსნა", - ოუენმა მაგუაირის მთავარი პრობლემა განმარტა
თარიღი 13 თებ 2022, 17:27

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი, მაიკლ ოუენი პრემიერ ლიგის 25-ე ტურში "საუთჰემპტონთან" (1:1) გამართულ მატჩში "ეშმაკუნების" მცველის, ჰარი მაგუაირის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

მეორე ტაიმში ინგლისელი მანიკუნიანელთა საჯარიმოში თავდამსხმელ არმანდო ბროხას შეეჯახა და ფეხზე დააბიჯა.

"მის გამო მეშინოდა და მისმა თამაშმა დამაბნია. საუკეთესო მატჩებშიც არ ჰყოფნის სისწრაფე, იქ კი ბროხამ გააცურა. ვფიიქრე: "უბრალოდ ნუ ეცდები საკუთარი შეცდომის გამოსწორებას". მაგუაირს გაუმართლა, თუმცა არა მგონია, რომ იმ მომენტში პენალტის დადება შეიძლებოდა".

"მიუხედავად ამისა, ვინერვიულე, როცა ბროხასთან მივარდა, ვიფიქრე, რაღაც სისულელის ჩადენას ეცდება-თქო. მაგრამ მაგუაირს გაუმართლა".

"მისი პრობლემა ის არის, რომ სისწრაფე აკლია. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ და კიდევ ვლაპარაკობთ. შეეძლო გოლისთვის ხელი შეეშალა, მაგრამ ზურგს უკან სივრცის დატოვების ძალიან ეშინია", - ციტირებს ოუენის სიტყვებს Metro.