ავტორიზაცია

პოჩეტინო: "არ მჯერა, რომ რეალი რენის ან ლიგა 1-ის სხვა გუნდების მსგავს დისციპლინას გამოიჩენს"

პოჩეტინო: "არ მჯერა, რომ რეალი რენის ან ლიგა 1-ის სხვა გუნდების მსგავს დისციპლინას გამოიჩენს"
თარიღი 13 Feb 2022, 18:08

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ "რენთან" (1:0) მოგებულ მატჩზე და ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" გასამართ 1/8 ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"რენი" ძალიან კარგი გუნდია. დაბლა და მჭიდროდ თამაშობდნენ, ამ ბლოკის გარღვევა რთული იყო", - აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.

"რა თქმა უნდა, გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ გაგვიჭირდა. უკვე "რეალთან" მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც სამშაბათს გაიმართება".

"რენის" მსგავსი კარგი გუნდების წინააღმდეგ თამაში და გამარჯვება ადვილი არ არის".

– მაგრამ ეს შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ზოგჯერ "რეალიც" დაბალი ბლოკით მოქმედებს

"დიახ, მაგრამ არ მჯერა, რომ "რეალიც" ისეთივე დისციპლინას გამოიჩენს, როგორც "რენი" ან ლიგა 1-ის რომელიმე სხვა გუნდი".

"ჩემი აზრით, მსგავსი სტრუქტურით იმოქმედებენ, მაგრამ სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება", - დასძინა პოჩეტინომ.