ავტორიზაცია

"ალბათ, პირველს ან მეორეს აირჩევს", - ბერბატოვმა დაასახელა 4 კლუბი, სადაც შესაძლოა რაისი გადავიდეს

"ალბათ, პირველს ან მეორეს აირჩევს", - ბერბატოვმა დაასახელა 4 კლუბი, სადაც შესაძლოა რაისი გადავიდეს
თარიღი 13 თებ 2022, 18:51

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფორვარდი, დიმიტარ ბერბატოვი "ვესტ ჰემის" ნახევარმცველის, დეკლან რაისის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგება უნდა.

"მის სახელს უკვე არაერთ კლუბს უკავშირებენ და ტრანსფერი საკმაოდ ძვირი დაჯდება. სულის სიღრმეში იცის, სად უნდა გადასვლა, ამბიციური ბიჭია და ტიტულების მოგება სურს".

"თუ "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძოლებენ მისთვის, მაშინ თავად, სიტუაციის გათვალისწინებით, ალბათ პირველს ან მეორეს აირჩევს, რადგან "ემიუს" უკვე 8 წელია პრემიერ ლიგა არ მოუგია და დანარჩენებს ძალიან ჩამორჩება".

"მაგრამ არჩევანი რაისმა უნდა გააკეთოს და იმ გუნდში უნდა გადავიდეს, სადაც რეგულარულად ითამაშებს", - განუცხადა ბერბატოვმა Betfair-ს.

შეგახსენებთ, 23 წლის ინგლისელმა, რომლის სანაცვლოდაც "ჩაქუჩები" არანაკლებ 100 მილიონს ითხოვენ, მიმდინარე სეზონში "ვესტ ჰემის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც მიითვალა.