ერთწლიანი დაძაბულობისა და დუმილის შემდეგ — დღეს საღამოს, პერესი და ალ-ხელაიფი პარიზში ივახშმებენ
"რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი და "პსჟ"-ს ხელმძღვანელი, ნასერ ალ-ხელაიფი ორშაბათს საღამოს პარიზულ რესტორან Savoy-ში ივახშმებენ, რომელიც 2020 წელს მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, პერესი და ალ-ხელაიფი ერთწლიანი დაძაბულობისა და დუმილის შემდეგ შეხვდებიან ერთმანეთს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ კლუბებს შორის ურთიერთობის გაფუჭების მიზეზად პარიზელთა თავდამსხმელი, კილიან მბაპეც იქცა.
ვახშამი - ეს ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩის პროტოკოლის ნაწილია და რამდენიმე საათს უნდა გააგრძელდეს.
შეგახსენებთ, ამასთანავე, პერესი სუპერლიგის მომხრეა, ალ-ხელაიფი კი თავდაპირველად ამ პროექტს ეწინააღმდეგებოდა.