ავტორიზაცია

ზაფხულში მატეის დე ლიგტისთვის ბარსელონა და ინგლისური გრანდი იბრძოლებენ

ზაფხულში მატეის დე ლიგტისთვის ბარსელონა და ინგლისური გრანდი იბრძოლებენ
თარიღი 14 Feb 2022, 15:22

„იუვენტუსის“ მცველმა მატეის დე ლიგტმა ზაფხულში შესაძლოა კლუბი გამოიცვალოს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, 22 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის შეძენისთვის ლონდონის „ჩელსი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებიან.

„იუვენტუსი“ მზადაა ფეხბურთელის გაყიდვის ვარინატი განიხილსო, თუ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვერ მოახერხებს. მოქმედი ხელშეკრულება დე ლიგტს 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

„ბარსელონა“ მზადაა „იუვეს“ დე ლიგტის თაობაზე 75-მილიონიანი შეთავაზებით მიმართოს, „ჩელსი“ კი ეცდება ტურინელებს უფრო მეტი შესთავაზოს, რადგან თომას ტუხელისთვის ზაფხულში დაცვის ცენტრის გაძლიერება პრიორიტეტული იქნება.

დე ლიგტი „იუვეში“ 2019 წელს „აიაქსიდან“ 85.5 მილიონ ევროდ გადავიდა, ამჟამად კი მისი ღირებულება 65 მლნ ევროდ ფასდება.