ავტორიზაცია

ვინ არის ფავორიტი რეალი-პსჟ-ს წყვილში? - ბენზემას პასუხი

ვინ არის ფავორიტი რეალი-პსჟ-ს წყვილში? - ბენზემას პასუხი
თარიღი 14 Feb 2022, 22:52

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა: "ფავორიტი არ არსებობს.

ისინი არ არსებობენ დღევანდელ ფეხბურთში. შეგიძლიათ მოიგოთ, შეგიძლიათ ფინალში გასვლა, მაგრამ წინ 90 წუთია და ვისაც ეს ყველაზე მეტად უნდა, ის გაიმარჯვებს.

თუ შევადარებთ ჩვენს შემადგენლობებს, ისინი მსგავსია. დღეს ფეხბურთში ფავორიტები არ არიან. ვნახოთ, მოვიგებთ თუ არა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ კარგი მატჩი ჩავატაროთ.

ჩვენ უნდა მივცეთ 100%, ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. თავს კარგად ვგრძნობ. ვივარჯიშებ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. ყოველთვის მზად ვარ გუნდს დავეხმარო. ეს რომ არა, მადრიდის რეალში არ ვითამაშებდი.

თუ სწრაფი გამოჯანმრთელება იქნება საჭირო, ამას გავაკეთებ, მაგრამ მთავარია ტრავმა არ გამწვავდეს, რადგან ეს გუნდს დააზარალებს. ვნახოთ, რა იქნება", - განაცხადა ბენზემამ.